|
2023-05-11 16:32:16, 900 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას - პროდიუსერს ტელეფონით ღონისძიების დაწყებამდე 1 საათით ადრე აცნობეს
საზოგადოებრივი მაუწყებელი ათონელის ქუჩაზე გამართული ღონისძიების არაჯეროვნად გააშუქებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების სურვილის შესახებ პროდიუსერს ტელეფონით ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე აცნობა. „უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროპის დღეები შუქდებოდა ინტენსიურად და ამომწურავად. 7 მაისს გამართული კონცერტი კი პირველი არხის პირდაპირ ეთერში მთლიანად გადაიცა. გაშუქების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 9 მაისს გამართული ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ მოუმართავს, რაც აუცილებლად ითვალისწინებს ქრონომეტრაჟის, გამომსვლელების რაოდენობის, მათი თანმიმდევრობის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, რის გარეშეც ეთერში პროგრამის დაგეგმვა ან მასში ცვლილებების განხორციელება და ტექნიკური მომზადება შეუძლებელია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების სურვილის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერს ტელეფონით აცნობა ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არც მაშინ მოგვაწოდა ზუსტი ინფორმაცია ქრონომეტრაჟის, კონკრეტული ეპიზოდის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვა) დროის შესახებ. პირდაპირი ტრანსლირება მოითხოვს სათანადო მომზადებას და ამის ასეთ მოკლე დროში ორგანიზება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს, რაც თავისთავად შეუძლებლად ხდიდა მიმდინარე პროგრამირებაში ცვლილების შეტანას. აღნიშნული მიზეზების გამო პრეზიდენტის მიმართვა პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა, თუმცა, სრულად იქნა გაშუქებული საინფორმაციო გამოშვებაში, რისი ნახვაც შესაძლებელია მითითებულ ბმულებზე“,- ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)