12:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 16:19:34, 736 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე „რუსეთუმეს“ იარლიყს მოგაკერებენ

თბილისის მერი კახა კალაძე რიგი მედიასაშუალებების მიერ რეპერ „მასტერის“ დაბლოკვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას  და კლიპის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს  გამოეხმაურა. 

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, მაშინვე „მოკვეთილი იყო ყველაფრიდან“. 

„აქ სიახლე არაფერია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე არის მცდელობა, მოგაკერონ „რუსეთუმეობა“. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგივეს აკეთებდნენ, ახალი არაფერი ხდება. თქვენ რა, არ გახსოვთ,  მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება, მოკვეთილი იყო ყველაფრიდან? ხომ არ დაგვავიწყდა ეს რეალობა?  დღეს იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ბერკეტები არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ. შეიძლება საკუთარ ტელევიზიაში არ დაპატიჟონ, დააბულინგონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, სახლში მიუცვივდნენ და ასე შემდეგ. ესენი არიან ჩამოყალიბებული ფაშისტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics