|
2023-05-08 12:06:24, 907 ნახვა
სამართალი
გრიგორიადისის ადვოკატი - საქმის განხილვა გადაიდო, რადგან სააპელაციოშია გადაგზავნილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, პროცესის გადადების მიზეზი საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნაა. "გადაიდება და აღარ ჩატარდება იმიტომ, რომ, როგორც გავარკვიეთ, საქმე არის გადაგზავნილი სააპელაციო სასამართლოში. აქედან გამომიდნარე, სანამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დაუშვებელ მტიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა კოლეგამ გაასაჩივრა, ლოგიკურია მანამდე, საქმე ფიზიკურად არ არის საქალაქო სასამართლოში და ამიტომ ვერ დაინიშნება პროცესი. ჩემმა კოლეგამ გაასაჩივრა და ელოდება გადაწყვეტილებას. ჰაბიტოპიური დასკვნის თანახმად, დაუშვებლად ცნეს ეს დანიშვნა თვითონ, არსებითი განხილვები გაქვთ დანიშნულიო. შესაბამისად, ჩემმა კოლეგამ გაასაჩივრა და ელოდება გადაწყვეტილებას",- განაცხადა ბითაძემ. ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე იყო დაგეგმილი. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, 1-ელ მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)