10:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 17:04:31, 1139 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მინდა მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების სამეფოს მუდმივი მხარდაჭერისთვის, "პატრიოტის" სისტემებისთვის, რომლებმაც უკვე გადაარჩინეს ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

თავის მხრივ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი უკრაინას პარტნიორებთან ერთად გრძელვადიან მხარდაჭერას დაჰპირდა.

 „თქვენი ვიზიტი ნიდერლანდებში კიდევ ერთი ძლიერი სიგნალია, რომ უკრაინელი ხალხი და მისი პრეზიდენტი არ დაემორჩილებიან რუსეთის აგრესიას. ნიდერლანდები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ თქვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა მარკ რუტემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში დღეს, 4 მაისს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics