15:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 14:31:07, 754 ნახვა

საზოგადოება
ერთი დღე თავდაცვის აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სტუდენტებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ათი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე ერთი დღე გაატარეს და სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუდენტებმა თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები და საკლასო ოთახები დაათვალიერეს. სტუმრებმა ფეინთბოლის შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა. დღის ბოლოს მათ სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. 

უწყების ინფორმაციით, პროექტი „ერთი დღე თავდაცვის აკადემიაში“ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება და საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics