18:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 12:57:12, 828 ნახვა

საზოგადოება
NDI - ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას "ცუდად" აფასებს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

შეკითხვაზე, "გთხოვთ შეაფასოთ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • ცუდი - 48%
  • საშუალო - 42%
  • კარგი - 9%
  • არ ვიცი - 1%

ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში  2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics