|
2023-04-28 23:37:06, 1015 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე- რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე
„რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე", – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კითხვას – აქვს თუ არა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია აღასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღსრულების პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მან სრულად უნდა აანაზღაუროს საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი: „გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რუსეთის ფედერაციამ ეს დარღვევები ჩაიდინა მაშინ, როდესაც ის იყო ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრი. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მას აქვს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ეს ზიანი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სრულად ანაზღაურდება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)