21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 11:13:36, 878 ნახვა

საზოგადოება
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა. რეისი, რომლითაც ქვეყანაში Myway-ის 13 თანამშრომელი ჩამოიყვანეს, თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, რატი ბაკურაძის თქმით, ეპიცენტრიდან თავის დაღწევა საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან არსებობდა საკვების, წყლისა და საწვავის დეფიციტი.

"მივულოცავ ჩვენი თანამშრომლების ნათესავებს, მეგობრებს საქართველოში ჩამოსვლას. 33-ვე მოქალაქე უკვე ჩამოყვანილი და ევაკურებულია. საკმაოდ რღული საქმე იყო. გაღწევა ძალიან ძნელია ეპიცენტრიდან, რაღაცნაირად ეს მოვახერხეთ. ასევე რთული იყო გაძლებაც, ვინაიდან გვქონდა საკვების, წყლის და საწვავის დეფიციტი იყო",- განაცხადა რატი ბაკურაძემ.

ცნობისთვის, სუდანში, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 459 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 072 დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს 35-მდე მოქალაქე სუდანის დატოვებას 25 აპრილამდე ვერ ახერხებდა, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა და ისინი ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე იმყოფებოდნენ.

გუშინ, 27 აპრილს სუდანიდან ევაკუირებული Geo Sky-ის 20 თანამშრომელი სამშობლოში დაბრუნდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics