06:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 12:30:27, 1407 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრიუშენკო - მარიუპოლში ახალი მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს

Google-map-ის განახლებული ფოტოების შედეგად მარიუპოლში ახალი მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

ანდრიუშენკოს თქმით, ფოტოები თანამგზავრიდან 2022 წლის მარტის შემდეგ სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული და სექტორები ვიზუალურად უფრო დიდია, ვიდრე ვინოგრადნოიეს და მანგუშის მასობრივი საფლავები. ამასთან, ნოვოტროიცკოეს სასაფლაო დაკეტილი იყო გასული წლის ივლისის შუა რიცხვებამდე და ოკუპანტების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 

„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა სასაფლაოს რუკა და ვიპოვეთ მასობრივი საფლავების ახალი სექტორები ნოვოტროიცკის სასაფლაოზე“,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

მისივე თქმით, ვინ არის დაკრძალული და რა პერიოდში საერთო სასაფლაოზე, უცნობია.

„ვეცდებით, გავარკვიოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია“,- დასძინა ანდრიუშენკომ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics