06:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 09:24:44, 1531 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი უნდა დამარცხდეს - სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს

რუსეთი უნდა დამარცხდეს - სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და რომ ვიდრე აგრესორი არ დამარცხდება, თავს დაცულად ვერავინ ინგრძნობს.

"ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, სანამ აგრესორი არ დამარცხდება. ამას ადასტურებს ყოველი დღე უკრაინაში... მსოფლიომ ასევე იცის - რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ეს საერთო ინტერესია. რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენმა საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარმოადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ. სანქციების დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა ლიდერის, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ბიზნესლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, ატომური ინდუსტრიისა და აბსოლუტურად ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics