|
2023-04-25 23:15:10, 886 ნახვა
საზოგადოება
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედის თქმით, პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ პრემიერს მათი ტირილი არ ესმის და ჩემს სიტყვას როგორ გაიგონებსო
ერთადერთი სიტყვა, ძალიან კარგად დავიმახსოვრე, რომ თქვენი ტირილი არ ესმის პრემიერს და ჩემს სიტყვას გაიგონებსო, - ამის შესახებ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედამ, ეკა ჭონქაძემ პრეზიდენტის შეხვედრის საკითხზე "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მშობლებს ყველანაირად დაუდგება გვერდში და გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ მედიკამენტი ქვეყანაში რაც შეიძლება მალე შემოვიდეს. "პრეზიდენტს, რომ შევხდით, პრეზიდენტმა ძალიან თბილად მიგვიღო, როგორც დედა ჯერ, როგორც ქალი და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ერთადერთი სიტყვა, ძალიან კარგად დავიმახსოვრე, რომ თქვენი ტირილი არ ესმის პრემიერს და ჩემს სიტყვას გაიგონებსო, მე ყველანაირად დაგიდგებით გვერდში და ყველანაირად ვეცდები ჩავრთო საერთაშორისო სტანდარტების ექიმები, მივაწვდინო ჯანდაცვას ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ დროულად შემოუტანონ დროულად წამალი. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი თავის სიტყვას შეასრულებს" - განაცხადა ეკა ჭონქაძემ. შეგახსენებთ, 24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". ამასთან, პროსტესტის მეექვსე დღეს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. ომუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პროცესში აქციურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეშვიდე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ. მანამდე, მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)