|
2023-04-25 22:16:19, 927 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ოპოზიცია დაკავებულია საკუთარი ქვეყნის დაზიანებითა და ტყუილების ტირაჟირებით
ოპოზიცია დაკავებულია საკუთარი ქვეყნის დაზიანებითა და ტყუილების ტირაჟირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სრული სიცრუეა, ინფორმაცია, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა. „პრემიერ-მინისტრს პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა, რაც საქართველოს დაეხმარება, რომ უფრო წინ წაწიოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, რადიკალურ ოპოზიციას არ ახარებს და სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ, გარკვეული შინაარსი შესძინონ ამ პოლიტიკურ ბანაკს. ამიტომ დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნის დაზიანებით და ტყუილების ტირაჟირებით. რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა. ეს არის სიცრუე, არ ყოფილა დაგეგმილი. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია, თითქოს ბრიფინგი გაუქმდა, უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი, თუ როგორ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა და როგორ არ აინტერესებთ ქვეყნის იმიჯი. გავიხსენებ წინა შემთხვევას, როცა პრემიერის ვიზიტის დროს მსგავსი ტყუილი მოიგონეს და თქვეს, თითქოს ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გააუქმა. ვნახეთ, რომ ოპოზიციის ამ განცხადებიდან 20 წუთში, პრემიერი გენერალურ მდივანს მის რეზიდენციაში შეხვდა. საზოგადოებას მათი ასეთი ტყუილები არ უკვირს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, შარლ მიშელის პრესსპიკერის ინფორმაციით, შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი ბრიფინგი დაგეგმილი არ ყოფილა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)