|
2023-04-25 10:03:33, 777 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ,,RAW Wine" იყო წარმოდგენილი
ღვინის მწარმოებელმა რვა მარანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენაზე ,,RAW Wine" აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ღვინოები წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოფენის სტუმრები ქართული მარნების: „ბაიას ღვინო", „იბერიული", „მარანი სილოვანი", „მუშკუდიანის მარანი", „ნიკალას მარანი", „ანაპეა", „სიმონ ჩხეიძეს ღვინის მარანი" და „ველინო" ღვინოებს და, ამავდროულად, ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს და ისტორიას გაეცნენ. "მიმდინარე წელს, გამოფენაში 14 ქვეყნის 80-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა. ,,RAW Wine" (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. მსგავს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით, იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)