|
2023-04-24 19:25:56, 1025 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია „ვოსორიატიდზე“ - როდესაც საქმე გვაქვს არასტანდარტულ მკურნალობასთან, საჭიროა მეტი სიფრთხილე, დრო და გარკვეული ეტაპების გავლა
"მედიკამენტი ჯერჯერობით არცერთ სტანდარტულ მკურნალობაში შეტანილი არ არის. როდესაც საქმე გვაქვს არასტანდარტულ მკურნალობასთან, საჭიროა მეტი სიფრთხილე, მეტი დრო და გარკვეული ეტაპების გავლა", - აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, მედიკამენტ „ვოსორიტიდთან" დაკავშირებით განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით,სამინისტროს პოზიცია არის შემდეგი-გაგრძელდეს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ უწყებამ მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოახერხოს მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა. „ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ უარს ვამბობდით ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე. მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამინისტრომ კონსულტაციები დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან გასული წლის ბოლოს. თუ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის ინტერესი არ გვქონდა, მაშინ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს კონსულტაციები, რაც დღესაც გრძელდება?! ამ ტიპის ფორმატში ძალიან რთულია კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება. თუ ეს ყველაფერი ბავშვის ინტერესს ემსახურება, მაშინ მთავარია, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს ისევ კონსტრუქციულ, სამეცნიერო რეჟიმში და ვიმსჯელოთ რისკებზე. იმ რისკების გადაზღვევის გზებზე, რაც შესაძლებელია ქვეყანაში ინოვაციური მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)