20:22 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 13:10:41, 827 ნახვა

პოლიტიკა
კირთაძე - ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან ამოიღო 4 ადამიანი - ენმ-ი ასეთ თავმჯდომარეს არ იმსახურებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.

როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა, ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები 4 პირი - ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე ამოიღო.

"ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით და ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, მუშაობდეს აქტიურად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, წამლებს არ ყიდულობს "რუსული ოცნება" ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშორება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ამ დროს იცლის იმისთვის, რომ ცვლის ბათუმელების ნებას. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა და სიიდან ამოიღო 4 ადამიანი. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და "ნაციონალური მოძრაობა" არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics