|
2023-04-24 10:23:25, 1315 ნახვა
მსოფლიო
„ფხიზლად უნდა ვიყოთ“ - ბორელი ტაივანის სრუტეში ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალების პატრულირების ინიციატივით გამოდის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ტაივანის სრუტეში ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალების პატრულირების ინიციატივით გამოდის. როგორც ბორელი აბობს, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ტაივანი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. "მოვუწოდებ ევროპულ საზღვაო ძალებს ტაივანის სრუტეში პატრულირებისკენ, რათა აჩვენონ ევროპის ერთგულება ნაოსნობის თავისუფლებისადმი ამ აბსოლუტურად მნიშვნელოვან ზონაში. ამასთან, ფხიზლად უნდა ვიყოთ პროვოკაციებისა და ფსონების გაზრდის წინააღმდეგ. ტაივანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი სტატუს კვო ყველაზე შესაფერისი გამოსავალია",- აცხადებს ბორელი. ცნობისთვის, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ ამბობს, რომ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება. აპრილში, ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სახალხო რესპუბლიკამ წვრთნები, როგორც ჩანს, ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ გამართა. ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც გამართა წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რაც ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა. ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)