04:54 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 14:40:57, 1382 ნახვა

სამართალი
ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის სახით, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული მალხაზ პაქსაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

საქართველოს პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ფორმალური საფრთხეები სრულად გაიზიარა.

ცნობისთვის, მალხაზ პაქსაშვილი სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს.

უწყების ცნობით, 2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

ამასთან, პროკურატურამ პაქსაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარუდგინა. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics