|
2023-04-22 13:09:27, 922 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების წარმომაგენლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს
სასწავლო კურსი მოიცავს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობის გაძლიერებას და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გაუმჯობესებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრენინგები ახალი საგრანტო პროექტის „მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში მიმდინარეობს. „პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება მართვის გეგმებისა და მოკლევადიანი საოპერაციო გეგმების შემუშავების მიმართულებით. ტრენინგების ფარგლებში დაგეგმილია თბილისის ეროვნული პარკის მართვის გეგმისა და მასთან დაკავშირებული საოპერაციო გეგმის შემუშავება/განახლება. „მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაძლიერება“ დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) IV ფაზის პროექტის ფარგლებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)