|
2023-04-22 12:37:25, 1380 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი „ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური რისკების რაოდენობრივი განსაზღვრა და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის ხელშეწყობა“ მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. „მადლობას ვუხდი ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხეთის განითარების სააგენტოს წლების განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისთვის. ბათუმში მიმდინარე პროექტის მთავარი მიზანია დაბინძურების ადგილის დეტალური გამოკვლევა, ტერიტორიის რემიდიაცია და სახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევა, შესაძლებელია, სხვა ტერიტორიებზე მსგავსი გამოწვევების გადასაჭრელადაც გამოვიყენოთ”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. "შეხვედრაზე ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ეკოლოგიური შეფასება წარადგინეს. პროექტის მიზანია, დეტალური კვლევის საშუალებით დადგინდეს ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაბინძურების ცალკეული წყაროები, განისაზღვროს ეკოლოგიური და ჯანმრთელობის რისკები და შეფასდეს სარეაბილიტაციო პროექტის დოკუმენტაციაში გამოსასწორებელი ზომები. პროექტის ფარგლებში განხორციელდება პოტენციური აღდგენითი ღონისძიებების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება, რომელიც შემუშავებული იქნება წინასწარ ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე. შეფასების ფარგლებში შესწავლილი იქნება სარეაბილიტაციო ღონისძიებების ტექნიკური და საინვესტიციო (ფინანსური) ასპექტები; შემუშავდება რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია", აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)