05:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 16:42:51, 1562 ნახვა

ომი უკრაინაში
„რა?!“ - ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია

რა?! – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტის დროს, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია.

ვიქტორ ორბანმა, სოციალურ ქსელში გააზიარა "პოლიტიკოს" პოსტი, სადაც იენს სტოლგენბერგი ამბობს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, ალიანსი კი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ყოველივე შესაძლებელი გახდეს.

ვიქტორ ორბანმა კი იენს სტოლტენბერგს ამ განცხადების შემდეგ, რიტორიკული კითხვა დაუსვა.

„რა?!“, - წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

მანამდე, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მის ამ განცხადებას ანტიუკრაინული უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics