02:39 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 13:52:26, 813 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთის შესაბამის ინსტიტუციებთან აქტიურად თანამშრომლობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძემ საერთაშორისო პერსონალთა გაცვლის 21-კონფერენციაში და რამდენიმე სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ქ. ვუჰანსა და ქ. შენჭენში გამართულ სიმპოზიუმებზე ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება საერთაშორისო ურთიერთობებსა და ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა. 

"აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კვლევითი დაწესებულებები და ინსტიტუციები წლების განმავლობაში წარმატებულად თანამშრომლობენ.

ქ. შენჭენის საერთაშორისო ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია  მიეწოდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics