|
2023-04-20 17:38:43, 580 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავს ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელებასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებას. „დაწყებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოდერნიზება, მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაღალი სანდოობის მქონე უწყებად ჩამოყალიბებისთვის. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურები სრულად აღიჭურვა სამხრე კამერებით, ვიდეორეგისტრატორებით, საველე პლანშეტებითა და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით - დრონები, ფოტოხაფანგები, ციფრული კავშირგაბმულობის სისტემები და სხვა. მთავარ მიზანს წარმოადგენს კონტროლის თანამედროვე მექანიზმების დანერგვა, დეპარტამენტის ცნობადობისა და საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად. მნიშვნელოვნად ძლიერდება გარემოსდაცვითი ინსპექტირების მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით, რათა ინსპექტირების პროცესი გახდეს უფრო ეფექტიანი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. 2022 წელს, რეგულირების ობიექტების ინსპექტირების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 70 %-ით გაიზარდა და 4 635 შეადგინა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)