|
2023-04-20 15:07:20, 686 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა. „ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, გაიზარდა ტექნიკური და ადამიანური რესურსები. შესაძლებლობების გაზრდამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების ზრდა და ეფექტიანობის გაუმჯობესება; მაგალითად, 10 წლის წინ 500-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, გასულ წელს, სახელმწიფო კონტროლის რაოდენობამ თითქმის 31 ათასი შეადგინა. მიღებულია რძის, თაფლის, ფრინველის ხორცის, თხილის, სპირტიანი სასმელების, ხილის წვენების, შოკოლადისა და სხვა პროდუქტების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტები. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა და ფერმერებისთვის ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს 6 მილიონამდე ვეტერინარულ მანიპულაციას, მათ შორის ცხოველების უფასო ვაქცინაციას,“- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)