|
2023-04-20 14:05:17, 572 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - სოფლის განვითარების სააგენტო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ბიოწარმოების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა. შამუგიას თქმით, სოფლის განვითარების სააგენტო, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას 2022 წლიდან ახორციელებს. „სოფლის განვითარების სააგენტო, 2022 წლიდან ახორციელებს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობის ანაზღაურებას: სერტიფიცირება, საკონსულტაციო მომსახურება, მევენახეობისა და მეფუტკრეობის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება. შემუშავდა და დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი - ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ახალ რეგულაციასთან და მისი ამოქმედება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბაზარზე ბიოპროდუქციის ექსპორტს, რაზედაც მოთხოვნა, დამეთანხმებით, საკმაოდ მაღალია“,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)