03:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 09:25:50, 1454 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას ცის დასაცავად სერიოზული იარაღი აქვს

უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც 19 მარტს გამოცხადდა და რომელიც HIMARS-ის რაკეტებსა და საავიაციო საბრძოლო მასალებს მოიცავს.

"საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა იარაღი ცის დაცვისთვის ჩვენ უკვე გვაქვს, აქ - უკრაინაში, ძალიან სერიოზული [იარაღია]. თუმცა უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება კიდევ უფრო მძლავრი [იარაღიც]. ასევე მადლობა ყველას [სამხედროებს], ვინც თავის ზუსტი მიზნით და სისწრაფით უზრუნველყოფს იმ იარაღის ეფექტურ გამოყენებას, რომელიც სახელმწიფოს გამოუჩნდა",- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 19 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინამ გერმანიიდან კიდევ ერთი IRIS-T კომპლექსი მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics