03:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 23:25:07, 1509 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ხერსონში პუტინი არ იმყოფებოდა, მისი ორეული იყო

არანაირი პუტინი [ხერსონში] იქ არ იმყოფებოდა. ეს დანამდვილებით არის ცნობილი. იმისთვის, რომ ნამდვილ პუტინთან ისაუბროთ, მინიმუმ 10-15 დღე უნდა გაატაროთ კარანტინში. არანაირი პუტინი იქ არ იყო. ჩვეულებრივი ორეული იყო, რომლებიც არა ერთი ჰყავს , - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის განსხვავება სწორედ ისაა, რომ ზელენსკის უშუალოდ შეუძლია სამხედროებთან ერთად ფრონტის ხაზზე დგომა და პუტინიავით ბუნკერში დამალვა არ უწევს.

"ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა ჩვენი პრეზიდენტისგან, რომელსაც ფრონტის ხაზზე ვიზიტი, უშუალოდ ჩვენ სამხედროებთან ყოფნა ნებისმიერ დროს შეუძლია. ესაა ჩვენი სხვაობა - სხვაობა ბუნკერის ბაბუა პუტინისგან, რომელსაც მალე საკუთარი თავისაც შეეშინდება", - განაცხადა დანილოვმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics