|
2023-04-18 14:22:07, 800 ნახვა
საზოგადოება
ვენახების კადასტრის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა
დასავლეთ საქართველოში ვენახების კადასტრის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე საჩხერის მუნიციპალიტეტში, საჩხერისა და ჭიათურის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, პროგრამა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე განხილული იყო პროგრამის დეტალები და განხორციელების ეტაპები. ანალოგიური შეხვედრები უკვე გაიმართა აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. აღნიშნულ რეგიონებში სულ აღწერიალია 45 321 ჰა ფართობის ვენახები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)