|
2023-04-18 14:16:58, 698 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გამოიკვეთებიან მოსამართლეები, ვისაც ეს 4 მოსამართლე აშანტაჟებდა - ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი [ვიდეო]
„დარწმუნებული ვარ, გამოიკვეთებიან სხვა მოსამართლეებიც, ვისაც შემდეგ ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა ან ზეწოლას ახორციელებდა. ამიტომ, ამ ადამიანების მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი",- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აშშ-ის მიერ დასანქცირებულ 4 ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სწორედ სასამართლოა. „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩამოთვალა ოთხი სახელი და გვარი და დაასანქცირა: ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე და განმარტა, რომ საუბარია ღამის ზარებზე, კორუფციაზე, აღებ-მიცემობაზე, შანტაჟსა და მუქარაზე. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად არ თქვა ის, რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთმანეთს ურეკავენ და ერთმანეთზე ახორციელებენ ზეწოლას, ანუ არსებობენ გარეშე პირები, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მაგალითად, პროკურორი შოთაძე ან „ქართულო ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ან გრიგოლ ლილუაშვილი, ვისაც შეუძლია ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეებზე. ანუ ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს ან ერთმანეთს ურეკავს, რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერიონ, არამედ მათ თქვეს, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)