02:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 20:12:08, 1746 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიკოლენკო ორბანზე - განცხადება, რომ უკრაინა ეკონომიკურად არარსებული ქვეყანაა, ცინიკური და ანტიუკრაინულია

ვიქტორ ორბანის განცხადება, რომ უკრაინა ეკონომიკურად არარსებული ქვეყანაა, ცინიკური და ანტიუკრაინულია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთი ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირისგან დიდ ფულს იღებს, ხოლო რაც შეეხება უკრაინის ფინანსურ დახმარებას, ეს ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციაა.

"ცინიკურია, რომ უნგრეთის მთავრობა სხვა ქვეყნების ფინანსურ საკითხებზე საუბრობს, მაშინ როცა თავად უნგრეთი ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირისგან დიდ ფულს იღებს", - განაცხადა ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსური გაგებით არის არარსებული ქვეყანა და იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები დახმარებაზე უარს იტყვიან ომი დასრულდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics