06:27 - 29 Jun, 2026
|
2023-04-14 09:01:23, 1129 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. ქართველი მებრძოლის ცხედარს ჯერ თბილისში, სამების ტაძრის ეზოში მდებარე მცირე ტაძარში, შემდეგ კი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გადაასვენებენ. მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. შეგახსენებთ, გუშინ, 13 აპრილს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი დავით ქუჩუკიანიც ჩამოასვენეს. ქუჩუკიანი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდა. ის 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. 2022 წლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად სულ 42 ქართველი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)