|
2023-04-12 16:02:33, 880 ნახვა
საზოგადოება
მერია - კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში სანიტარიული ჭრის სამუშაოები ჩატარდება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში სანიტარიული ჭრის სამუშაოებს იწყებს. აღნიშნული სამუშაოები სკვერში არსებულ ვერხვის სახეობის (Populus deltoides) დაავადებულ, ხმობად და ზეხმელ ხეებზე ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერიტორიაზე არსებული ხეების მდგომარეობა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებმა შეისწავლეს. სამუშაოები იმპულსური ტომოგრაფიის საშუალებით, შერჩევით, ხის ღეროს სხვადასხვა სიმაღლეზე ჩატარდა. „კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ტერიტორიაზე არსებული დიდტანოვანი ვერხვების ნაწილი არ ექვემდებარება განკურნებას. შესაბამისად, საჭიროა სანიტარიული ჭრებისა და სხვლა-ფორმირების სამუშაოების განხორციელება. სანიტარიულ ჭრას, რომელიც 18 აპრილს დაიწყება, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)