|
2023-04-12 09:25:45, 876 ნახვა
პოლიტიკა
წვევამდელები ჯარში გაწვევას თანხის გადახდით ვეღარ გადაავადებენ
პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა "თავდაცვის კოდექსის" და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა. პროექტში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. პირველი ვერსიით, გადავადების მოსაკრებელი ერთჯერადად 10 000 ლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღნიშნული პუნქტი გაუქმდა. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტით წესრიგდება: სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან, წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები",- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტია, რომლითაც შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ეფექტიანი მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)