|
2023-04-11 19:10:29, 1159 ნახვა
საზოგადოება
ანანია გაჩეჩილაძე - თუ აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები, შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება გაჩნდება
იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება, - ამის შესახებ ანანია გაჩეჩილაძემ, POSTV-ის დირექტორის, შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მისი და შალვა რამიშვილის ურთიერთობის ფარგლებში სისხლის სამართლის ნიშნები დადგინდება, შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება. "გამომძიებელი ქალი იყო საკმარისად ემპათიური და ასე ვთქვათ ორიენტირებული ჩემი ინტერესების დაცვისკენ და გამომდინარე იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება. შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება, თუ დადგინდება სისხლის სამართლის ნიშნები ამ ჩვენ ურთიერთობის ფარგლებში", - განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ. შეგახსენებთ, ანანია გაჩეჩილაძემ შალვა რამიშვილის სავარაუდო სექსუალური შევიწროების მამხილებელი აუდიო ჩანაწერები 2 კვირის წინ გაასაჯაროვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)