00:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 15:51:56, 1890 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - საჭიროა, ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე

საჭიროა, ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინას, რომ დრო ჰქონოდა, შეეძლო ეყურებინა რუსეთის ფედერაციის დაშლისთვის და იმისთვის, თუ "როგორ ჭამენ ერთმანეთს მათი ელიტები".

"დრო რომ გვქონდეს, ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ რუსეთის ფედერაციის დაშლას და იმას, თუ როგორ ჭამენ ერთმანეთს მათი "ელიტები". მაგრამ ეს დრო არ გვაქვს, რადგან ჩვენი ხალხი იღუპება. საჭიროა, ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე, რათა ომი სწორად დასრულდეს და რუსეთის ფედერაციამ გააცნობიეროს რეალობა",- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება 9 აპრილს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics