|
2023-04-11 14:19:01, 1289 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია და სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ. "დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი, დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი. მე ვცდილობ, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე", - აცხადებს გიული ალასანია. გიორგი ჩალაძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ღონისძიებები გაგრძელდება. "პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპლექსური ქმედება. ყველა ეს ქმედება ხორციელდება უმაღლეს დონეზე და სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად, ეს ქმედებები გაგრძელდება, ვიდრე მისი გათავისუფლება არ იქნება მიღწეული", - ამბობს გიორგი ჩალაძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. 2 მარტს, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით გასული წლის 1-ელ დეკემბერს მიმართა. ხაჭაპურიძის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)