|
2023-04-10 23:45:21, 1261 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პოლონეთში ვიზიტი დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ ათი დღის წინ, გამოგონილი ისტერიკის გამო ვწუხვარ
ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის გადასაცემ ჯილდოს და ამის პარალელურად იმართება შეხვედრები, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას უკავშირდება. "ჩვენი ოფიციალური ვიზიტი, პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი, ჯერ კიდევ 10 დღის წინ ... ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ ჯილდოს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები. ამის პარალელურად, ცხადია გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას. ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და შესაბამისად, უმარტივესად შეეძლო ენახა, იმ ადამიანებს ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა. ნორვეგიაში მიღებული ჯილდო უმწვავესად და მტკივნეულად მიიღო რუსულმა ოცნებამ და იქიდან რამდენიმე დღეში, მაქვს პატივი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დავესწრო", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)