|
2023-04-10 16:15:32, 1261 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე ხაბეიშვილზე - მძიმე მდგომარეობაშია - კრიზისი, რომელიც არის პარტიაში, მის თავმჯდომარეზეც აისახება
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის, რა კრიზისიც არის პარტიაში, აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატი ხათუნა სამნიძე ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც ოპოზიციის ნაწილს თვითმარქვია უწოდა. სამნიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში თანმიმდევრული არ არის, რაც 9 აპრილს ორგანიზებულმა აქციამაც დაადასტურა. "ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის, რა კრიზისიც არის პარტიაში, აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს. მიხედოს საკუთარ მანდატებს პარლამენტში და მერე ილაპარაკოს სხვა ოპოზიციონერ კოლეგებზე. არ არიან თანმიმდევრულები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა ეს", - განაცხადა სამნიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 9 აპრილს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპაში" გაიმართა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 ძირითადი მოთხოვნა გააცნო. როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავარ მოთხოვნათა შორის, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და 12 პუნქტის შესრულებაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)