|
2023-04-10 11:42:51, 672 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩაერთო
ბაზისბანკმა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინიძის სკოლის პროექტი, „ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო არჩევანია“ დააფინანსა. პროექტის მიზანია, საზოგადოებაში ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ნახატები, საინფორმაციო ბუკლეტები და ვიდეორგოლები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, რომლებიც გავრცელდება თემში. გამოიცა კედლის გაზეთები, სკოლის ეზოში მოეწყო მწვანე სივრცე, სადაც იგეგმება სპორტული ღონისძიებების ციკლის ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. შერჩეული აქტივისტები, პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ მუშობას თემში გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ასევე, იმუშავებენ „მწვანე კუთხის“ მოვლასა და სპორტული შეჯიბრებების რეგულარულად ორგანიზებაზე. „ბაზისბანკისთვის მწვანე პროექტების განხორციელება, სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დამზოგავი ქცევის ჩამოყალიბებაში“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)