|
2023-04-09 18:46:53, 949 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ახლა რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ დამარცხდებოდა
ძლიერი საქართველოს ერთადერთი მექანიზმი არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით, "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა. ვაშაძის თქმით, მმართველი ძალა ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საპირისპიროდ იქცევა და ახლა რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად დამარცხდებოდა. "1989 წლის 9 აპრილს, ქართველმა ხალხმა მორალურად გაიმარჯვა კომუნისტურ-ბოლშევიკურ საბჭოთა რეჟიმზე, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა ეს ყველაფერი, შესაბამისად, დღესაც ჩვენ ვებრძვით რუსულ ინტერესებს, დღესაც ჩვენ ვებრძვით რუსულ, ჭაობისკენ მიმავალ გზას, ვიბრძვით ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური მომავლისთვის, იმიტომ, რომ ძლიერი საქართველოს ერთადერთი მექანიზმი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, რაც არის ათწლეულების საშვილიშვილო მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და განვითარება, ამის საპირწონედ გვყავს რეჟიმი რუსეთთან დაკავშირებული, რომელსაც უნდა, რომ გადაეღობოს, ხელი შეუშალოს ამ ყველაფერს. მე თუ მკითხავთ, დღეს თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა, დამაჯერებლად დამარცხდებოდა "ქართული ოცნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია, სახელწოდებით „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)