|
2023-04-09 18:04:39, 816 ნახვა
პოლიტიკა
„ერთად ევროპაში“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია, სახელწოდებით „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რომელიც უკვე გადაიკეტა, შეკრებილი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. "მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ იმას, რომ შანსი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპაში ინტეგრაციის, ხელისუფლებამ ხელიდან გაგვაშვებინოს და იმოქმედოს ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ 9 აპრილს გვიწევს თითქმის იგივე მოთხოვნით შეკრება, რა მოთხოვნითაც იკრიბებოდნენ მაშინ საქართველოს თავისუფლებისთვის. დღეს რომ არ გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორიც გვყავს "ქართული ოცნება", გარწმუნებთ, ჩვენ აქ შევიკრიბებოდით იმ სურვილის ასასრულებლად, რაც ჰქონდათ ჩვენს პატრიოტ ახალგაზრდებს 1989 წელს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დავით კირკიტაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას. აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)