|
2023-04-09 15:57:52, 811 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი - დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ მოსკოვის დავალებებს ასრულებს
თუ შენ მუდმივად არ იბრძვი თავისუფლებისთვის, ამის გარეშე ძნელია შეინარჩუნო თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა. მარგველაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას 9 აპრილის ტრაგედიისას საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება დღევანდელ ხელისუფლებას შეადარა და აღნიშნა, რომ "მაშინდელ საქართველოს ლიდერებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება არ უნდოდათ, დღევანდელი ხელისუფლებაც პირდაპირ ასრულებს მოსკოვის დავალებებს". "ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ ბრძოლა, საბჭოთა კავშირის ჩამოშლის ასეთი ნათელი წინაპირობა, როგორც მერე ეს მოხდა და მოხდა ძალიან უცნაური გზით, ეს ისტორიის ძალიან უცნაური განვითარება იყო. ის, რომ ძველებურად აღარ ვიცხოვრებთ, ამისი განცდა ნამდვილად იყო. განცდა იყო, რომ ასე ჩვენ აღარ ვიცხოვრებთ. თუ შენ მუდმივად არ იბრძვი თავისუფლებისთვის, ამის გარეშე ძნელია შეინარჩუნო თავისუფლება. ჩვენი ვითარება ძალიან რთულია, საქმე ისაა, რომ ჩვენ, ის წერტილი, საიდანაც გვჭირდება 9 აპრილზე ლაპარაკი, არის ოცდაათი წლის წინანდელი წერტილი და გეტყვით რატომ - მაშინაც საქართველოს მართავდა რუსეთის მიერ მართული ხელისუფლება, მაშინდელ საქართველოს ლიდერებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება არ უნდოდათ, დღევანდელი ხელისუფლებაც პირდაპირ ასრულებს მოსკოვის დავალებებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)