|
2023-04-09 15:21:17, 843 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - 9 აპრილი ჩვენთვის ყოველთვის თავგანწირვისა და ეროვნული სიამაყის დღედ დარჩება
9 აპრილი თითოეული ჩვენთაგანისთვის ერთდროულად არის დიდი ტკივილისა და გამარჯვების სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, 9 აპრილი ყოველთვის თავგანწირვისა და ეროვნული სიამაყის დღედ დარჩება. "1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლების იდეით გაერთიანებულ ქართველ ერს საბჭოთა ჯარი დაუპირისპირდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათგან 17 ქალი. ამ შემზარავი ტრაგედიით მთელმა მსოფლიომ გაიცნო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ამაყი საქართველო, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის პირობებშიც იბრძოდა საკუთარი და სხვა რესპუბლიკების თავისუფლებისთვის. 1991 წლის 9 აპრილს კი, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ პარლამენტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რითაც 21 დაღუპული გმირის ხსოვნა თავისუფლების მოპოვებას სამუდამოდ დაუკავშირა. სწორედ ამიტომ, 9 აპრილი ჩვენთვის ყოველთვის დარჩება თავგანწირვისა და ამავდროულად, ეროვნული სიამაყის დღედ. ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე, ვინც მომდევნო თაობებს მოგვცა თავდადების მაგალითი და გვასწავლა დამოუკიდებლობის მნიშვნელობა", - წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)