10:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 14:56:31, 754 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - 9 აპრილი ერთდროულად მწუხარებისა და სიამაყის დღეა

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ძალიან დიდი სისხლის ფასად, ჩვენი მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, 9 აპრილი მწუხარებისა და სიამაყის დღეა.

"ეს არის ერთდროულად მწუხარებისა და სიამაყის დღე. მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას გადავცეთ ამ დღის მნიშვნელობა - იცოდნენ, რა დაუჯდა ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვება და ყოველთვის ახსოვდეთ იმ გმირების სახელები და გვარები, რომლებიც აქ, რუსთაველის გამზირზე დაიღუპნენ და ვისი სისხლითაც ჩვენ მივიღეთ უკვე თავისუფლება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics