|
2023-04-09 11:10:38, 771 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ვერაფერი გაახუნებს ამ დღეს, როგორც უდიდესი მსხვერპლის და უდიდესი გამარჯვების აქტს
ვერაფერი გადაფარავს და გაახუნებს ამ დღეს, როგორც უდიდესი მსხვერპლის და უდიდესი გამარჯვების აქტს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის გამარჯვებით დაგვირგვინება 9 აპრილის გმირებმა განაპირობეს. "ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი - 1989 წლის ტრაგედია, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ აქცია გამარჯვებად - გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. 9 აპრილის გმირებმა განაპირობეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დაგვირგვინება გამარჯვებით. ვერაფერი გადაფარავს და გაახუნებს ამ დღეს, როგორც უდიდესი მსხვერპლის და უდიდესი გამარჯვების აქტს", - წერს ნიკა მელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)