|
2023-04-08 18:11:13, 793 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება, რომ იმსჯელო
საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება, რომ იმსჯელო,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ არ იქნება მტკიცებულება, მაშინ ეს გადაწყვეტილება შეიძლება, რომ შეფასდეს როგორც უსამართლო. "თუ არ იქნება მტკიცებულება არცერთი, როგორც დღეს არის, და ეს მოცემულობა გვექნება ჩვენ განგრძობითად, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელია. ამაზეა დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც. საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება, რომ იმსჯელო",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ამასთან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენლებმა 6 აპრილს, საგანგებო ბრიფიგზე განაცხადეს, რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უახლოეს დღეებში მიმართავდნენ. გარდა ამისა, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)