02:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 17:22:42, 727 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - რა 9 აპრილი და რა ნაციონალური მოძრაობა, თავხედობასთან გვაქვს საქმე

რა 9 აპრილი და რა ნაციონალური მოძრაობა. რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ ამ თარიღში, ატარებენ თავის აქციას,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ენმ-ის ხვალინდელ აქციას.

მისი თქმით, დღეს სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები.

"9 აპრილი და ნაციონალური მოძრაობა - 9 აპრილის თარიღის ქვეშ ხომ გარკვეული სიმბოლიზმია ამ ქვეყანაში, რაღაცა ღირებულებები, რაღაცა ისტორია ამ ქვეყნის ხო არის?! და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხაროა ასევე ნაცმოძრაობა თავისი წარსულით, თავისი ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით...

დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები. ესეც კი გაბედეს. რა 9 აპრილი და რა ნაციონალური მოძრაობა. რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ ამ თარიღში, ატარებენ თავის აქციას",- განაცხადა მდინარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics