|
2023-04-08 14:22:30, 829 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე დასანქცირებაზე - რა არის ამ ხალხის ქმედებაში ისეთი, რომელიც იმსახურებს სანქციების გამოყენებას?
რა არის ამ ხალხის ქმედებაში ისეთი, რომელიც იმსახურებს სანქციების გამოყენებას?,- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. მისი თქმით, კელი დეგნანი თავს არიდებს პასუხის გაცემას იმ საკითხზე, რომელიც სააკაშვილის დროს სასამართლო ხელისუფლებას უკავშირდება. "რა არის ის კონკრეტული, თუნდაც საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელსაც თვლიან ისეთ გადაცდომად, რომელიც იმსახურებს სანქციების გამოყენებას. იმავდროულად, კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რა არის ამ ხალხის ქმედებაში ისეთი, რომელიც იმსახურებს სანქციების გამოყენებას და რომელიც არ ჰქონდა ჩადენილი წინა ხელისუფლებას, მაგალითად. იგივე, ქალბატონი ელჩი თავს არიდებს აშკარად პასუხის გაცემას იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის დროს სასამართლო ხელისუფლების მიმართ რატომ არ იქნა იგივე სანქციები გამოყენებული",- განაცხადა სარჯველაძემ. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)