|
2023-04-08 11:57:14, 757 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 აპრილის ღონისძიება აპოლიტიკურია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიება, სადაც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას. „ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე, როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)