|
2023-04-07 17:30:46, 807 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი „მეორე ფრონტზე“ - ეს არის 100%-ით სიცრუე
რაც შეეხება "მეორე ფრონტის" საკითხს, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა გითხრათ, ეს არის 100%-ით სიცრუე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცახადა. ელჩის თქმით, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ აშშ-ს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება უნდა მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, შეერთებული შტატები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მუშაობს. "რაც შეეხება "მეორე ფრონტის" საკითხს, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა, გითხრათ, ეს არის 100%-ით სიცრუე. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება, მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს., ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან... რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშ?! ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ხანდახან ამას იმეორებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები", - განაცხადა დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)