|
2023-04-07 16:15:37, 701 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ
ჩვენ გვაქვს ევროპული მიზნები და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამის შემდეგ ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, მოსამართლეების დასანქცირება შეაფერხებს თუ არა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას. მისივე თქმით, საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის გარეშეც შეეძლო მიეღო კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან გარკვეულ ქვეყნების შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა, მაგრამ როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, საქართველოს შემთხვევაში რეზოლუციებს სხვა რამისთვის იყენებენ. „რაც შეეხება 12-პუქტიან გეგმას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესრულდეს რეკომენდაცია, ე.წ. გზამკვლევი, რომელიც არის წარმოდგენილი. ჩვენ შეგვეძლო 12-პუნქტიანი გეგმის გარეშეც მიგვეღო სტატუსი, ამაზე მეტყველებს ის, რომ გარკვეულ ქვეყნებს მისცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, ჩვენს შემთხვევაში ამას სხვა რამისთვის იყენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. შემდეგ ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)